Vere FC
კლუბის შესახებ
საფეხბურთო კლუბი „ვერე“ დაარსდა 2022 წელს ქალაქ თბილისში. კლუბის სახელი დაკავშირებულია თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბან-ვერესთან.
ჩვენი მიზანია გოგონებისთვის შევქმნათ უსაფრთო გარემო, მოვიძიოთ და აღვზარდოთ ნიჭიერი მოთამაშეები, დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, კლუბის აღზრდილი მოთამაშეები მივაწოდოთ ეროვნულ ნაკრებს, შევქმნათ გარემო მათი განვითარებისთვის, რომელიც დაეხმარებათ მათ დასახული მიზნების ასრულებაში.
კლუბისთვის ერთ ერთი მთავარი მიზანია ფეხბურთელების ინტეგრირება ეროვნულ ნაკრებში. ამჟამად ასაკობრივ ნაკრებში გამოდიან ჩვენი მოთამაშეები U19,U17,U16 და ასევე გვყავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები.
2024 წელს ჩვენმა კლუბმა მოიპოვა 2025 წლის ქალთა უმაღლესი ლიგის საგზური. ასევე ზედიზედ მეორედ მოვიპოვეთ სფფ_ის საკლუბო ლიცენზია.
“ვერე”_ს მიზანია კლუბი გახდეს საქართველოში ერთ ერთი ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი, რომელსაც ექნება საკუთარი სათამაშო ფილოსოფია და ეყოლება ბევრი ნიჭიერი და ძლიერი გოგონა, რომლებიც იქნებიან სამაგალითოები ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც გარკვეული ბარიერები აყოვნებთ საკუთარი ოცნებების შესასრულებლად.
„ვერე“_ს ძირითად გუნდში ირიცხება 22 ფეხბურთელი, დუბლ შემადგენლობაში 25,
ხოლო აკადემიის წევრია 20 მოზარდი გოგონა, რომელთა ასაკი 8 წლიდან იწყება.
კლუბში სამწვრთნელო პროცესს უძღვებიან UEFA_ს ლიცენზირებული მწვრთნელები (A,B,C კატეგორია)


